რეკლამის ისტორია

რეკლამის ისტორია


დავიწყოთ იმით რომ რეკლამა ლათინური სიტყვაა (reclamo), რაც ქართულად ითარგმნება როგორც „წამოყვირება“

იმ შემთხვევაში თუ ალტერნატიულ და უფრო რეალურ განსაზღვრებაზე დავიწყებთ ფიქრს, რეკლამა ფასიანი, ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორის ინფორმაცია.
…თუმცა მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ: რეკლამას ისევე როგორც ყველა სხვა საზოგადოებრივ მოვლენას აქვს თავისი ისტორია.

ზეპირი რეკლამის საჭიროება პირველად მონად მფლობელურ ბაზარზე გაჩნდა და დამკვიდრდა, მონის გაყიდვას თან ახლდა მისი ღირებულებებისა და უპირატესობების ანოტაცია.

ამის შემდგომ რეკლამის სწრაფ განვითარებას გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ შეუწყო ხელი.

მაშასადამე რეკლამა ინფორმაციაა რომელიც ვრცელდება ნებისმიერი ფორმითა და ხერხით, რაც მიმართულია საზოგადოების ფართო მასებისკენ, მათზე პოზიტიური ზემოქმედების მოსახდენად, ინტერესის გასაღვიძებლად.
ქართული რეკლამა თავისი არსებობის ისტორიას 1950 წლიდან ითვლის.
პირველი პროდუქტი რაც გარეკლამდა ქართული ჯემი იყო, თუმცა მალევე მოჰყვა სხვა პროდუქტისა თუ მომსახურების, იმ დროისთვის არსებული ფორმით გარეკლამება და დროსთან ერთად იცვლიდა რეკლამა შინაარს, კომუნიკაციის ფორმასა და ვიზუალს.

ჩვენს რეალობაში რეკლამა მიიჩნევა როგორც გაყიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულატორი და მარკეტინგის უცვლელი კომპონენტი.

Share

Related Posts