BLOX-KRTSANISI

BLOX-KRTSANISI

BLACK LEMON-ი სთავაზობს თავის მომხმარებელს , სამშენებლო კომპანია BLOX ბლოქს-ის პრემიუმ ხარისხის მრავალფუნქციურ კომპლექს – კრწანისში.

დეველოპერული კომპანია ბლოქსი-ს ახალი პროექტი კრწანისში ყოფილი შვეიცარიის საელჩოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 პროექტში 40 მილიონ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდა და იგი სრულად მიმართულია ეკო-მეგობრული და მყუდრო განაშენიანების შექმნაზე.

ბლოქსი კრწანისი უსაფრთხო და დაცული მდებარეობით გამოირჩევა. პროექტი გარშემორტყმულია საელჩოებითა თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო დაწესებულებებით. აღნიშნული კომპლექსი ლოკაციისათვის დამახასიათებელი ღირებულებებით გამოირჩევა – მშვიდი და მყუდრო გარემო, დაბალსართულიანი განაშენიანება, გამწვანება, სუფთა ჰაერი. ამ მახასიათებლებს მაქსიმალურად ინარჩუნებს პროექტის შიდა ტერიტორიის გეგმარებაც, სადაც მოეწყობა სხვადასხვა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო დაცული მოედანი და მრავალფეროვანი, დახვეწილი სარეკრეაციო ზონები. კომპლექსს მოემსახურება 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი.

„ბლოქსი კრწანისის“ პროექტი მოიცავს ორ საცხოვრებელ ბლოკს, კეთილმოწყობილ ეზოს ტერიტორიას და კომერციულ სივრცეებს. პროექტში გამოყენებული იქნება KONE-ს ბრენდის ლიფტები და უმაღლესი ხარისხის, ევროპული სამშენებლო მასალები, რაც ეკოლოგიურ და ენერგო-ეფექტურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

 

ფასი : 800$ 850$ -მდე. ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გაყიდვების მენეჯერს ან დაგვიტოვეთ შეტყობინება  Mobile/Viber/WhatsApp  (+995) 551 72 30 00 ; (+995) 599 81 88 81 ;

Share